Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის  პირველი  მესამე  ნაწილის,   54 ე  მუხლის პირველი ნაწილის,  58-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის   2025 წლის   30 ივნისის   ,,2025-2026 სასწავლო  წლის  შემოდგომის სემესტრში, უმაღლესი     საგანმანათლებლო     დაწესებულების     სტუდენტის     ერთი დაწესებულებიდან სხვა     დაწესებულებაში     გადასვლის     (მობილობის)     პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/67 ბრძანების, ზუსტ და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის    2025 წლის    10 ივლისის N 17034/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 9 ივლისისა და 2025 წლის 10 ივლისის ( N16951/30; N17061/30), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის        2025 წლის     8 ივლისის        N16767/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 10 ივლისის N 17134/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2025 წლის 11 ივლისის N17297/26 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 16 ივლისის N 17595/31-05 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ

1.განისაზღვროს სსიპ     – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის     ვაკანტური     ადგილები     წინამდებარე     ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5 მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N5);
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6);

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია